ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში ყოველწლიურად იზრდება იმ აფთიაქების რიცხვი, რომელიც პაციენტებისთვის ამზადებს მედიკა-მენტებს მაგისტრალური და ოფიცინალური რეცეპტებით. Professional Compounding Centers of America (PCCA)span> მონაცემებით აშშ-ში ყოველწლიურად მზადდება 40 მილიონამდე რეცეპტული პრეპარატი. ევროკავშირის ქვეყნებში (შვედეთი, იტალია, ნორვეგია და სხვა) რეცეპტურით დამზადებული მედიკამენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად მაღალია და ზოგიერთ ქვეყანაში მისი წილი საერთო სა- აფთიქო ბაზრის 5-10% შეადგენს. პოლონეთში არ გაიცემა აფთიაქის ლიცენზია, თუ მას არ გააჩნია Ex tempore რეცეპტით მომზადების ტექნიკური ბაზა. ფარმაციის აღნიშნული მიმართულების განვითარება, რომელიც ითვალისწინებს მაგისტრალური და ოფიცინალური რეცეპტებით პრეპარატების დამზადებას, ევროინტეგრაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ გაგვეხსნა აფთიაქი, რომელიც ევროპული და ამერიკული ანალოგების მსგავსად შეძლებდა მედიკამენტების დამზადებას მაგისტრალური და ოფიცინალური რეცეპტის საფუძველზე, ასევე პარტნიორულ ურთიერთობებს ჩამოაყალიბებდა სამედიცინო პროფილის სუბიექტებთან პაციენტთა ეფექტური შიდაჰოსპიტალური და პოსტ- ჰოსპიტალური მკურნალობის მიზნით.
ამ მიზნისთვის აღებულ იქნა ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო მოწმობა - „ფარმაცევტული პროდუქტის ოფიციალური და მაგისტრალური რეცეპტით მომზადება და რეალიზაცია" (სფსრს N00036), ასევე დაიწყო GPP (Good Pharmacy Practice) სერტიფიცირების პროცესი.
აფთიაქი აღჭურვილია მცირე წარმადობის გათვალისწინებით საჭირო უახლესი ფარმაცევტული აპარატურით და კლიმატკონტროლის, ასევე სტერილიზაციის და ავტოკლავირების სისტემებით. დაცულია სტერილური და არასტერილური ზონების საზღვრები.
GPP სტანდატების ხარისხის კონტროლის მრავალდონიანი სისტემა გამორიცხავს უხარისხო პროდუქციის მოხვედრას რეალიზაციაში, ვინაიდან უზრუნველყოფილია პროდუქციის დამზადების, შენახვის, ჰიგიენური ნორმების, მაქსიმალური დაცვა, ასევე მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული ქარხნების (REFARMED CHEMICALS — Czech; lFATABLETPRESSES — UK ; KAPSELWELT — Germany და სხვ.) მიერ მოწოდებული ექსტრა-ხარისხის სუბსტანციები.
GPP სტანდატების ხარისხის დაცვა მოიცავს ასევე გამოშვებული პროდუქციის კონტროლს წამლის ხარისხის და ჰიგიენური ნორმების კონტროლზე აკრედიტებულ ლაბორატორიებში.
ნალტრექსონი 50 მგ | NALTREXONE 50 MG
დაბალი დოზის ნალტრექსონი 1.5 მგ | LOW DODE NALTREXONE 1.5 MG
დაბალი დოზის ნალტრექსონი 4.5 მგ | LOW DODE NALTREXONE 4.5 MG
მოდაფინილი 100 მგ | Modafinil 100 MG
მოდაფინილი 200 მგ | Modafinil 200 MG
5-ფლუოროურაცილი USP, 5% | 5-Fluorouracil USP, 5%
ნალტრექსონის HCl 4მგ და ბუპროპიონის HCl 45 მგ
კალციუმის ფოლინატი 15 მგ | Calcium Folinate 15 MG
ტეტრაციკლინი 500 მგ | Tetracycline 500 mg
ნალმეფენი 16მგ | Nalmefene 16 mg