აფთიაქი N1 Pharmacy | +995(32)2053191

  • მაგისტრალური რეცეპტი

    აქტუალური, ინდივიდუალური, ეფექტური

მაგისტრალური რეცეპტი

აქტუალური, ინდივიდუალური, ეფექტური

ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში ყოველწლიურად იზრდება იმ აფთიაქების რიცხვი, რომელიც პაციენტებისთვის ამზადებს მედიკა-მენტებს მაგისტრალური და ოფიცინალური რეცეპტებით. Professional Compounding Centers of America (PCCA)span> მონაცემებით აშშ-ში ყოველწლიურად მზადდება 40 მილიონამდე რეცეპტული პრეპარატი. ევროკავშირის ქვეყნებში (შვედეთი, იტალია, ნორვეგია და სხვა) რეცეპტურით დამზადებული მედიკამენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად მაღალია და ზოგიერთ ქვეყანაში მისი წილი საერთო სა- აფთიქო ბაზრის 5-10% შეადგენს. პოლონეთში არ გაიცემა აფთიაქის ლიცენზია, თუ მას არ გააჩნია Ex tempore რეცეპტით მომზადების ტექნიკური ბაზა. ფარმაციის აღნიშნული მიმართულების განვითარება, რომელიც ითვალისწინებს მაგისტრალური და ოფიცინალური რეცეპტებით პრეპარატების დამზადებას, ევროინტეგრაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.


აღნიშნული მზარდი ტენდენცია გამოწვეულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით:
  1. მზადდება პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით (ზოგიერთი სუბსტანიის მიმართ აუტანლობის,თანმხლები დაავადებების და სხვა ფიზიკალური მონაცემების გათვალისწინებით)
  2. არ გამოიყენება ემულგატორები, საღებავები, სტაბილიზატორები და კონსერვანტები, რაც ნეგატიური გვერდითი მოვლენების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს
  3. პაციენტი დაცულია ფალსიფიცირებული მედიკამენტის შეძენის რისკისგან
  4. სერიული წარმოების მედიკამენტებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი ფასით

აფთიაქი N 1

ქ. თბილისი, ლუბლიანას 31

მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ გაგვეხსნა აფთიაქი, რომელიც ევროპული და ამერიკული ანალოგების მსგავსად შეძლებდა მედიკამენტების დამზადებას მაგისტრალური და ოფიცინალური რეცეპტის საფუძველზე, ასევე პარტნიორულ ურთიერთობებს ჩამოაყალიბებდა სამედიცინო პროფილის სუბიექტებთან პაციენტთა ეფექტური შიდაჰოსპიტალური და პოსტ- ჰოსპიტალური მკურნალობის მიზნით.

ამ მიზნისთვის აღებულ იქნა ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო მოწმობა - „ფარმაცევტული პროდუქტის ოფიციალური და მაგისტრალური რეცეპტით მომზადება და რეალიზაცია" (სფსრს N00036), ასევე დაიწყო GPP (Good Pharmacy Practice) სერტიფიცირების პროცესი.

აფთიაქი აღჭურვილია მცირე წარმადობის გათვალისწინებით საჭირო უახლესი ფარმაცევტული აპარატურით და კლიმატკონტროლის, ასევე სტერილიზაციის და ავტოკლავირების სისტემებით. დაცულია სტერილური და არასტერილური ზონების საზღვრები.

GPP სტანდატების ხარისხის კონტროლის მრავალდონიანი სისტემა გამორიცხავს უხარისხო პროდუქციის მოხვედრას რეალიზაციაში, ვინაიდან უზრუნველყოფილია პროდუქციის დამზადების, შენახვის, ჰიგიენური ნორმების, მაქსიმალური დაცვა, ასევე მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული ქარხნების (REFARMED CHEMICALS — Czech; lFATABLETPRESSES — UK ; KAPSELWELT — Germany და სხვ.) მიერ მოწოდებული ექსტრა-ხარისხის სუბსტანციები.

GPP სტანდატების ხარისხის დაცვა მოიცავს ასევე გამოშვებული პროდუქციის კონტროლს წამლის ხარისხის და ჰიგიენური ნორმების კონტროლზე აკრედიტებულ ლაბორატორიებში.

პროდუქცია

ნალტრექსონი 50 მგ | NALTREXONE 50 MG


API მომწოდებელი SENECA PHARMACEUTICALS a.s. SLOVAKIA
  1. ხანგრძლივი მოქმედების მქონე ოპიოიდების ანტაგონისტი. იგი გამოიყენება რეციდივის პრევენციის მიზნით ოპოიდებზე დამოკიდებულების მქონე პაციენტების მკურნალობისას.
რეცეპტის ნიმუში

დაბალი დოზის ნალტრექსონი 1.5 მგ | LOW DODE NALTREXONE 1.5 MG


API მომწოდებელი SENECA PHARMACEUTICALS a.s. SLOVAKIA
  1. ინჰიბიტორი. გამოიყენება ქრონიკული ტკივილების, აუტოიმუნური დაავადებების, სიმსივნეების, გაფანტული სკლეროზის და სხვა ნევროლოგიური დაავადებების, ფიბრომიალგიის, დერმატოლოგიური და სხვა დაავადებების დროს.
  2. • ბლოკავს (ანტაგონიზებს) ზოგიერთ TLR რეცეპტორს
  3. • ამცირებს ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების წარმოებას
  4. • ზრდის ანთების საწინააღმდეგო ენდორფინების ბუნებრივ გამომუშავებას
რეცეპტის ნიმუში

დაბალი დოზის ნალტრექსონი 4.5 მგ | LOW DODE NALTREXONE 4.5 MG


API მომწოდებელი SENECA PHARMACEUTICALS a.s. SLOVAKIA
  1. ინჰიბიტორი. გამოიყენება ქრონიკული ტკივილების, აუტოიმუნური დაავადებების, სიმსივნეების, გაფანტული სკლეროზის და სხვა ნევროლოგიური დაავადებების, ფიბრომიალგიის, დერმატოლოგიური და სხვა დაავადებების დროს.
  2. • ბლოკავს (ანტაგონიზებს) ზოგიერთ TLR რეცეპტორს
  3. • ამცირებს ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების წარმოებას
  4. • ზრდის ანთების საწინააღმდეგო ენდორფინების ბუნებრივ გამომუშავებას
რეცეპტის ნიმუში

მოდაფინილი 100 მგ | Modafinil 100 MG


მომწოდებელი Teva Api; Israel
  1. ანალეფსიური საშუალება, რომელიც გამოიყენება ნარკოლეფსიასთან დაკავშირებული ძილიანობის, ობსტრუქციული ძილის აპნოეს და იდიოპათიური ჰიპერსომნიის სამკურნალოდ. ასევე ADHD სინდრომის, ქრონიკური დაღლილობის და დეპრესიის, ქიმიოთერაპიის შემდგომი კოგნიტური დეპრესიის და სხვა დაავადებების დროს.
რეცეპტის ნიმუში

მოდაფინილი 200 მგ | Modafinil 200 MG


მომწოდებელი Teva Api; Israel
  1. ანალეფსიური საშუალება, რომელიც გამოიყენება ნარკოლეფსიასთან დაკავშირებული ძილიანობის, ობსტრუქციული ძილის აპნოეს და იდიოპათიური ჰიპერსომნიის სამკურნალოდ. ასევე ADHD სინდრომის, ქრონიკური დაღლილობის და დეპრესიის, ქიმიოთერაპიის შემდგომი კოგნიტური დეპრესიის და სხვა დაავადებების დროს.
რეცეპტის ნიმუში

კალციუმის ფოლინატი 15 მგ | Calcium Folinate 15 MG


მალე | Coming Soon
  1. ფოლის მჟავას ანტაგონისტების ანტიდოტი. ამცირებს ფოლის მჟავის ანტაგონისტების თერაპიულ და ტოქსიკურ ზემოქმედებას სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის დროს, ხელს უწყობს ნუკლეინის მჟავების ბიოსინთეზის აღდგენას და ავსებს ორგანიზმში ფოლის მჟავას დეფიციტს.

ტეტრაციკლინი 500 მგ | Tetracycline 500 mg


მალე | Coming Soon
  1. გამოიყენება გრამდადებითი ბაქტერიების წინააღმდეგ სამკურნალოდ მაგ. Staphylococcus spp. Streptococcus pneumoniae, Listeria spp., Bacillus anthracis, Clostridium spp., Actinomyces israelii; და სხვა. ასევე გრამუარყოფითი ბაქტერიების Haemophilus influenzae, Haemophilus ducreyi, Bordetella pertussis, Escherichia coli, Enterobacter spp. (включая Enterobacter aerogenes), Acinetobacter spp., Klebsiella spp., Salmonella spp., Shigella spp., Yersinia pestis, Francisella tularensis, Bartonella bacilliformis, Vibrio cholerae, Vibrio fetus, Rickettsia spp, და სხვა საწინააღმდეგოდ. ასევე გამოიყენება Calymmatobacterium granulomatis, Chlamydia trachomatis, Chlamydia psittaci, Mycoplasma pneumoniae, Treponema spp., Entamoeba spp. წინააღმდეგ

ნალმეფენი 16მგ | Nalmefene 16 mg


მალე | Coming Soon
  1. ოპოიდების ანტაგონისტი. გამოიყენება ალკოჰოლური დამოკიდებულების შესამცირებლად.